პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
 თემა: მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება
პედაგოგი: ნონა ათოშვილი
სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლა
2018-2019 სასწ. წელი




კვლევის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ თანამშრომლობას და კომუნიკაციას ინდივიდებთან და ჯგუფებთან. მოხდება  პედაგოგის პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.


















სარჩევი:
  1. შესავალი   ----------------------------------------------------------------- გვ:  3
  2. პრობლემის  აქტუალობა     ----------------------------------------------გვ: 4
  3.   მიზნის განსაზღვრა  ---------------------------------------------------   გვ: 7
  4.  შესწავლილი ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------  გვ: 8
  5.  კვლევის მეთოდების შერჩევა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი გვ: 10
  6.  ფოკუს ჯგუფის შედეგების ანალიზი ---------------------------------- გვ: 16
  7.  ინტერვენციების შედეგების შეფასება, რეკომენდაციები ---------- გვ:  17
  8. დასკვნა --------------------------------------------------------------------გვ.  19
  9. დანართი 9 ---------------------------------------------------------------- გვ.  20
  10.  ბიბლიოგრაფია -----------------------------------------------------------გვ: 21
11.    რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ --------------გვ: 22














                                                            შესავალი
 წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თანამშრომლობითი უნარების განვითარებისთვის ჩატარებულ კვლევას  მცირეკონტიგენტიან სკოლაში. მართალია საკმაოდ მრავალი კვლევა და ნაშრომია დაწერილი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ სასკოლო სივრცეში ეს პრობლემა სხვაგვარად დგას. კერძოდ, კლასში იმ რაოდენობის მოსწავლეები არიან, რომ მასწავლებელი თავისუფლად ახერხებს თითოეულს დაუთმოს ყურადღება საჭირო დროით და შეძლოს შედეგზე გასვლა, ამიტომ ხშირად არ ვახორციელებთ ჯგუფურ მუშაობებს, ძირითადად შემოვიფარგლებით ინდივიდუალური და საერთო საკლასო მუშაობით. ამდენად ნაკლებად ხდება ჯგუფში ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარება,  უმეტესწილად წყვილებში მუშაობით შემოვიფარგლებით. ჯგუფი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. ჯგუფი ესაა ადამიანის, როგორც აზოგადოების წევრის,  განვითარების ელემენტარული და საჭირო ფორმა, რადგან ჯგუფი ქმნის ყველა შესაძლებლობას შემეცნებითი, პიროვნული თუ სოციალური განვითარებისათვის. ბავშვის მიერ აქ შეძენილი ინტელექტუალური და სოციალური გამოცდილება განაპირობებს შემდეგში დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს. ამიტომ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენ უნდა ვასწავლოთ სასწავლო პროცესში მოსწავლეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია.
 ჯგუფში მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამშროლობის, კომუნიკაციის და შემეცნების თვისებების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ამიტომ  სკოლის ფუნქცია საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვანია. დღეს საჭიროა მოქლაქეს გააჩნდეს კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები.  თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული საზოგადოებრივი ყოფა, რაც ხელს შეუწყობს   XXI საუკუნის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. „პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.“(ესგ გვ.3) რასაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი სწავლება.
  ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებას. ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა: თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას.  ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.“(ესგ. გვ.30)
            

 პრობლემის აქტუალობა

            მოსწავლეზე ორიენტირებულმა სწავლებამ ხელი შეუწყო თანამშრომლობითი პედაგოგიკის განვითარებას და ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ამ მიმართულებით გამოვარჩევთ კლასის ორგანიზების ორ ფორმას: წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობას. გონებრივი იერიშის ან ფრონტალური გამოკითხვის დროს აქტიურობენ მხოლოდ ძლიერი მოსწავლეები და სუსტი მოსწავლეები რჩებიან ჩრდილში. თუ მასწავლებელი მიმართავს პასუხობენ არასწორად ან შეფერხებით, რაც იწვევს დროის ხარჯვას. ინდივიდუალური მუშაობის დროს ყველა მოსწავლე მხოლოდ საკუთარი წარმატებისკენ სწრაფვით არის შემოსაზღვრული და არ ინტერესდება სხვათა მუშაობით. ჯგუფური მუშაობა კი ხელს უწყობს ამ უარყოფითი თვისებების აღმოფხვრას, რადგან მოსწავლეებს შეუძლიათ ერთობლივად იმსჯელონ, შეაჯერონ ერთმანეთის ნამუშევრები, შეცდომები და დასკვნები, გაიზიარონ ერთმანეთის მიღწევები. კვლევამ აჩვენა, რომ ერთობლივი მუშაობა არის საინტერესო, იოლი და ეფექტური, რაც ვლინდება აკადემიურ მაჩვენებელსა და ინტელექტუალურ განვითარებაში.
კლასის ჯგუფური ორგანიზება ხელს უნდა უწყობდეს რომ ჯგუფის ყველა წევრი თავს გრძნობდეს კომფორტულად, თანამშრომლობდეს ამხანაგებთან და მასწავლებელთან და საუკეთესო შედეგებს აღწევდეს.
ჯგუფური მუშაობის დროს:
  • იქმნება ინტელექტუალური დაძაბულობა.
  • ჯგუფი თავის წევრებს აძლევს ქცევების გამოცდილებას.
  • მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას.
  • თანამშრომლები გამოირჩევიან ურთიერთობის ღიაობით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მზაობით.
  • უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ჯგუფი მუშაობს შეთანხმებულად.
  • დაკომპლექტებულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისე რომ მოხდეს თითოეული წევრის წვლილის შეფასება.
  • ერთიანდებიან სხვადასხვა სიძლიერის და შესაძლებლობის მოსწავლეები.
  • ენერგია მხოლოდ მიზნის მიღწევას ხმარდება.
  • მოსწავლეები იცავენ დროის ლიმიტს.
  • მუშაობენ ერთ მაგიდასთან.
ამდენად, ჯგუფური მუშაობა არის კოლექტიურ-ინტელექტუალური შემოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის გონების საუკეთესო პირობებში განვითარებას. ამიტომ ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარების განვითარება ჩვენს სასკოლო პირობებში.
ჯგუფური მუშაობის წარმმართველი პედაგოგია და დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ნეიტრალური, მიუკერძოებელი და ობიექტური ატმოსფეროს შექმნას.
 მასზე ბევრადაა დამოკიდებული პოტენციური კონფლიქტისგან თავის დაღწევა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც სწორი კომუნიკაციით მიიღწევა. ყველაფერი კი შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს მოითხოვს. პროცესი
არადირექტიულად, სამართლიანად და დიალოგის გზით უნდა იმართებოდეს,
ეხმარებოდეს ჯგუფს სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს დავალებების თანმიმდევრულობა და საჭირო რესურსების სწორად გამოყენება, მასწავლებელი  უნდა ახდენდეს ჯგუფის მონაწილეთა შესაძლებლობების წინ წამოწევას.
სკოლაში გამომუშავებული თანამშრომლობის  და კომუნიკაციის  უნარები დაეხმარება მოსწავლეებს შეძლონ კომუნიკაცია  ერთმანეთთან, მეგობრებთან, საზოგადოებასთან და  საერთოდ განსხვავებული სქესის, რასის, რელიგიისა  თუ კულტურის, ეთნიკური კუთვნილების და სხვადასხვა შესაძლებლობის ადამიანებთან. ყოველივე ეს ხელს უწყობს დემოკრატიული ფასეულობებით მოსწავლის აღზრდას და  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგების  მიღწევას.
ბავშვის, როგორც საზოგადოების წევრის აღზრდისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია მოსმენისა და განსხვავებული აზრის მიღების უნარის ჩამოყალიბება, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის ქონა, რასაც ჯგუფური მუშაობით და სხვათა ქცევებზე დაკვირვებით შეისწავლიან. ისინი სწავლობენ მოქმედებაში, როცა  აქვთ კომუნიკაცია უფრო მცოდნე და გამოცდილ ადამიანებთან, აგებენ ცოდნას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და კომუნიკაცია, რომ ილაპარაკონ, იაზროვნონ, ყავდეთ მსმენელი. ბავშვის კოგნიტური  განვითარებისათვს  დიდი მნიშვნელობა აქვს  განვითარების იმავე დონეზე მყოფი, მაგრამ  საწინააღმდეგო პოზიციის  მქონე ადამიანებთან კამათს. ერთად მუშაობის დროს ბავშვები იღებენ ახალ  ინფორმაციას. აანალიზებენ, ისმენენ  განსხვავებულ  შეხედულებებს, ერთად ეძებენ და პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს, გაიაზრებენ  სიახლეებს. თანამშრომლობის დროს, ერთმანეთის შეხედულებების გაზიარება ეხმარება საკუთარი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, სწავლობენ ერთად მუშაობას, ავლენენ ურთიერთპატივისცემას, გამოაქვთ დასკვნები და აკეთებენ შეფასებებს.  შეუძლებელია მოსწავლემ ეს განახორციელოს, თუ არ ექნება განვითარებული  კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
ამდენად, დღეს ერთ-ერთ აქტუალურ საკითს წარმოადგენს ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. დიდ სკოლებს ბავშვთა რაოდენობის მხრივ ეს რესურსი ყოველთვის აქვთ, მაგრამ მცირეკონტიგენტიან სკოლებში ბავშვთა რაოდენობა მცირეა, ამავე დროს  აუცილებელია თანამშრომლობითი უნარებისა და კომუნიკაციის განვითარება, ამიტომ ერთ ასაკობრივ ჯგუფთან მხოლოდ წყვილებში მუშაობით შემოვიფარგლებით (4 მოსწავლიან კლასებში). მათ არ აქვთ მასწავლებლის ყურადღების დეფიციტი, ყოველდღიურად ხდება მათი გამოკითხვა და მოსმენა,
არც დროში არიან შეზღუდულები, ძირითადად ინდივიდუალური მუშაობა უწევთ, ამიტომ ნაკლებად უვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები. მართალია ამ შემთხვევაში ისინი ფაქტიურად მხოლოდ ინდივიდებთან და არა გუნდის წევრებთან კომუნიკაციას სწავლობენ, მაგრამ საერთო სასკოლო  შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ ღონისძიებებში ერთვებიან სხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების გაერთიანებებში და ცდილობენ ზემოხსენებული უნარების ათვისებას და გამოვლენას.
            მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს  შექმნის მიზნით,  ვიყენებ ჯგუფური მუშაობის ფორმას. სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ ჯგუფში მუშაობის ქცევის წესებს და ვითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს. მაგრამ ვამჩნევ რომ წყვილებში ყოველთვის ერთი და იგივე მოსწავლეა წამყვანი, მეორე მის მითითებებს ემორჩილება და არ ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და დაცვას, არც დიდი მონდომებით ერთვებიან სამუშაოში ასეთი მოსწავლეები და ცდილობენ არ ჩაერიონ, არ გამოთქვამენ ვარაუდებს და პასიურობენ საერთო დავალების შესრულების დროს, თითქოს არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეს ის მოსწავლეები არიან, რომელთაც ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალი  შეფასება აქვთ, როგორც მიმდინარე ისე შემაჯამებელ მუშაობაში.
ამდენად, გამოიკვეთა წყვილებში მუშაობის უნარების დეფიციტი. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გადავწყვიტე პრაქტიკული კვლევა გამეხორციელებია მე-7 კლასის მოსწავლეებზე დაკვირვებით. უპირველესად გავეცანი დამატებით ლიტერატურას და სხვა პედაგოგების გამოცდილებებს. „ სწავლის მაღალი ხარისხის მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების ცოდნის შეძენის პროცესს და მის დინამიკას ამიტომაც დღეს მასწავლებლებს გვირჩევენ, ჩავერთოთ კვლევის პროცესში. ყოველ სკოლას და თითოეულ კლასს აქვს მისთვის დამახასიათებელი სოციალური გარემო. კლასში არსებული ურთიერთობების შესწავლა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა“. (ჟურნალი მასწავლებელი 2015წ.N1გვ.21) პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში ვაწარმოებდი ფოკუსირებულ დაკვირვებას კოლეგების გაკვეთილებზე, სადაც დაგეგმილი  და განხორციელებული იყო ჯგუფური მუშაობა. სხვადასხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით, კოლეგების პრაქტიკულ მუშაობასა და ჩემს გამოცდილებაზე დაკვირვებით გამოვყავი ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ურთიერთობებში სამი მიმართულება:





  1. ვერბალური.
  2. კოგნიტური.
  3. სოციალური.

ვერბალური მიმართულება გულისხმობს მოსწავლეთა სასაუბრო ენას, მეტყველებას, გამოყენებულ სიტყვებს და მათ მნიშვნელობას, როგორც თემატიკასთან კავშირში ისე ინდივიდუალურ დამოკიდებულებასთან. სასაუბრო ენაში იკვეთება პიროვნებათშორისი და შიდაპიროვნული თვისებები.
კოგნიტური მიმართულება გულისხმობს მოსწავლეთა მიერ დავალების შესასრულებლად არჩეულ გზებს და წარმოაჩენს სტრატეგიას და პოზიციას ცოდნის, სწავლის და პრობლემის მიმართ. თავის მხრივ გამოყოფენ კოგნიტური უნარის სამ ფორმას: პროცედურულს, ინტერპრეტაციულს, კვლევაძიებითს და დავალებიდან აცდენილს.
სოციალურ მიმართულებაში იგულისხმება ჯგუფის წევრების სოციალური სტატუსი და ურთიერთობები: თანამშრომლობა, მასწავლებლობა, კამათი, დომინანტობა, ინდივიდუალური მუშაობა, კონფლიქტი და დაბნეულობა, რასაც იწვევს მოსწავლეთა შორის გაუგებრობა. აქედან ინდივიდუალური და დომინანტური ფორმები თანამშრომლობის საპირისპირო ფორმებია ხელს უშლის შედეგის მიღწევას. კამათის და მასწავლებლობის დროს მოსწავლეები განსჯიან და წყვეტენ პრობლემას, მოსწავლეები ეხმარებიან ერთმანეთს. ამ მიმართულებებიდან  კვლევისათვის ავირჩიე სოციალური ურთიერთობები.

კვლევის მიზანია გამოვავლინოთ ჯგუფური მუშაობის დროს გამოხატული ურთიერთობები, დავსახო პრობლემის გადაჭრის გზები, განვახორციელოთ ინტერვენცია, იმისათვის რომ მოსწავლეებმა შეძლონ თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს, ინტერვენციების განხორციელებით გავუუმჯობესო კომუნიკაციის უნარები. ამავე დროს კვლევის ჩატარება დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების ხარისხი და მოსწავლეთა შედეგები.



შესწავლილი ლიტერატურის მიმოხილვა
სასწავლო მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით განათლების სპეციალისტებმა დევიდ ვრეიმ და კრისტინა კუმპულაინენმა შეისწავლეს საკლასო ოთახში მიმდინარე ურთიერთობები. მათ ანალიზის ერთეულად აიღეს მოსწავლეთა ჯგუფი და იქ გაჩენილი ურთიერთობები სამ განზომილებაში განიხილეს. ეს განზომილებებია : მოსწავლეთაშორის ვერბალური ურთიერთობების ფუნქცია, კოგნიტური პროცესები და სოციალური მდგომარეობა. მოცემული ფუნქციური ანალიზი ეყრდნობა მოსწავლეთა ვერბალურ უნარებს, კოგნიტური და სოციალური პროცესები კი ყურადღებას
ამახვილებს მოსწავლეთა შორის ურთიერთობის დინამიკაზე.(ჟურნალი მასწავლებელი 2015 წ.N1).
ჯგუფური (collaborative) მუშაობა. ამ მეთოდით მუშაობა გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველას მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში. თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას
 მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების
მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას,
 პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა და განხორციელებისას
მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას. (მასწავლებლის წიგნი 2013).
 ჯგუფური მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ იგი თითოეულ მოსწავლეს აძლევს აზროვნების, საუბრის და მოქმედების საშუალებას, რადგან სხვა ადამიანის მიერ დასმული თუნდაც მარტივი შეკითხვა უკვე წარმოადგენს ძლიერ სტიმულატორს შემეცნებითი და აზროვნებითი პროცესების გააქტიურებისთვის.
აქედან გამომდინარე, ჯგუფი წარმოადგენს იმ მინიმალურ ერთეულს, რომელზეც აიგება მომავალი სასწავლო თანამშრომლობა. მაგრამ ამ ურთიერთობებს თავისებური სირთულეებიც ახლავს, თავისი განსაკუთრებული მხარეები:
მოსწავლე-მასწავლებელი მუშაობის თავისებურებები
სასწავლო პროცესში თამანშრომლობის სწავლას, ანუ ჯგუფურ მუშაობას მოსწავლე მასწავლებელთან ურთიერთობით (მასწავლებელი-მოსწავლე) იწყებს. ამიტომ მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს:
·გარკვეული ნორმები, ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე შეძლებს დავალებების შეასრულებას;
·ისეთი სავარჯიშოები, რაც აიძულებს მოსწავლეს, იპოვოს თანამშრომელი, პარტნიორი, მეწყვილე, ჯგუფელი; დაინახოს საჭირო მონაცემების შეგროვების, მოპოვების აუცილებლობა და საამისოდ შეძლოს სივრცესა და დროში ორიენტაცია და გადაადგილება.( http://mastsavlebeli.ge/?p=1721)

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა ერთად შეიმუშაონ ჯგუფში მუშაობის წესები. მათ უნდა ისწავლონ: მუშაობის , კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პრინციპები, ასევე პასუხისმგებლობის აღება საკუთარ სამუშაოზე. ჯგუფში მუშაობა შეესაბამება ადამიანის სოციალურ მოთხოვნილებებს. თითოეულ მონაწილეს უხდება კამათი და საკუთარი აზრის არგუმენტირება. ეს ხელს უწყობს სოციალური ფიქრის, დამოკიდებულებებისა და ქცევის ჩამოყალიბებას. კარგად ორგანიზებულ ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ხედავენ სოციალურ კონტექსტში, რაც მათ ერთმანეთზე მიკუთვნებულობის გრძნობას უჩენს და ასე ვითარდება გუნდურობის სული.ჯგუფური მუშაობა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა მრავალი განსხვავებული როლი პირადი იმედგაცრუების გარეშე მოირგონ. თვით გაუბედავი მოსწავლეებიც კი თავს დაცულად გრძნობენ და საშუალება ეძლევათ გამოთქვან აზრი, უჩნდებათ საკუთარი საჭიროების შეგრძნება.(https://dgsalt.blogspot.com/2017/02/princip.
                                            
შესაძლებლობების მიხედვით მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა არც თუ ისე მიზანშეწონილია. მაშინ დაჯგუფების რა კრიტერიუმები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა? მოსწავლეები შეიძლება დავყოთ ჯგუფებად სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მაგალითად მათი ინტერესები, დაბადების თვეები, ტანსაცმლის ფერი,
 სახელისა და გვარის პირველი ასოები, შემთხვევითი შერჩევა..(რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ.ფიქერინგი..ეფექტური სწავლება)
მასწავლებლები უნდა იყვნენ ეფექტურნი სწავლების პროცესში, ამავდროულად მათ უნდა ახასიათებდეთ : მეგობრულობა, დახმარებისთვის მზაობა, მოსწავლესთან დაახლოების უნარი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლისადმი თანაგრძნობის გამომჟღავნება, მისი მოსმენა და მოსწავლის სამყაროს წვდომა. (რობერტ ჯ. მარზანო კლასის მართვა).
ამდენად, ჩვენ ვერ განვავითარებთ მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარებს ისე, თუ ჩვენ არ ვაჩვენებთ ამის მაგალითს მოსწავლეებთან ურთიერთობაში.





კვლევის მეთოდების შერჩევა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი

კვლევის    ძირითადი    ეტაპები :
1.         კვლევის    მეთოდი  - უბრალო და ჩართული დაკვირვება, კითხვარების გამოყენება, ანკეტირება
2.       რეკომენდაციების    შემუშავება.
3.        ინტერვენცია .
4.       ანალიზი.
5.        მიღებული გამოცდილების გაზიარება.

დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ პედაგოგები სხვადასხვაგვარად აწყვილებდნენ მოსწავლეებს, შედეგი წარმოდგენილია დიაგრამაზე
დანართი 1
ფოკუსირებული დაკვირვების შედეგად  კვლევის დასაწყისში აღმოჩნდა რომ ჯგუფური მუშაობის დროს სოციალური ხასიათის ურთიერთობიდან ყველაზე ხშირად ვაწყდებით დომინანტობას და დაბნეულობას, რაც კარგად გამოჩნდა დაკვირვებისთვის შედგენილი ცხრილის შედეგებში.
(იხ. დანართი 2)
დანართი 2
N
ჯგუფში ურთიერთობის სოციალური მიმართულების ანალიტიკური კატეგორიები
ფოკუსირებული დაკვირვების გაკვეთილები მე-7 კლასში
რუსული ენა და ლიტ.
ხელოვნება
ქართული ენა და ლიტ.
ქართული ენა და ლიტ.
მათემატიკა
ისტორია
1
თანამშრომლობა






2
მასწავლებლობა






3
კამათი






4
ინდივიდუალურობა






5
დომინანტობა






6
კონფლიქტი






7
დაბნეულობა







შედეგები ნაჩვენებია დიაგრამაზე (დანართი 3)


ამიტომ, დავიწყე ძიება თუ რატომ აქვს ადგილი დომინანტურ მდგომარეობას - წყვილში  ერთიდაიგივე მოსწავლე არის მუშაობის წარმმართველი, როგორც ჩემს ისე კოლეგების გაკვეთილებზე. დავაკვირდი მოსწავლეების  აკადემიურ მოსწრებებს და აღმოჩნდა რომ მეწყვილესთან შედარებით მათ უმჯობესი შეფასებები ჰქონდათ, ანუ მათ მეტი ცოდნა ჰქონდათ რაც საშუალებას აძლევდათ უფრო თამამები ყოფილიყვნენ და ჯგუფური მუშაობა საკუთარ სურვილზე წარემართათ. თავის მხრივ შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები უფრო გაუბედავები იყვნენ და უპირატესობას მეწყვილის აზრს ანიჭებდნენ. პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მიზნად დავისახე საჭირო ინტერვენციების განხორციელება, უპირველესად ვცადე  რომ უკეთესად გამეცნო თითოეული ბავშვის ინტერესთა სფერო, შევადგინე ინტერესების ბარათი და ჩავატარე ანონიმური გამოკითხვა დანართი 4-ის მიხედვით.
დანართი 4
N
                ინტერესების ბარათი
1
კითხვა
დიახ
არა
2
 გიყვარს წიგნის კითხა?


3
შენს შეხედულებებს უზიარებ სხვებს?


4
გაქვს საყვარელი ფილმი  ან სატელევიზიო შოუ?


5
დიდ დროს უთმობ გართობას?


6
  გაქვს სამომავლოდ  მიზნები?


7            
გიყვარს ადამიანებთან  ურთიერთობა?


8
ხარ თუ არა კომუნიკაბელური?


9
გაქვს ვინმესთან კონფლიქტი?


10
მოგწონს სხვასთან ერთად დავალების შესრულება?


 აღმოჩნდა რომ ინტერესთა სფერო კლასელების განსხვავებული იყო.
ამის შემდეგ ჩავატარე ანონიმური გამოკითხვა კლასის ორგანიზების რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას? დანართი 5-ის მიხედვით
დანართი 5
კლასის ორგანიზების რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას
საერთო საკლასო

ინდივიდუალური

ჯგუფური


აღმოჩნდა რომ კლასის 50% არ მოსწონდა ჯგუფური მუშაობა და სავარაუდოდ ეს ის მოსწავლეები იყვნენ რომლებიც გაუბედაობით და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობით გამოირჩეოდნენ.(იხ. დანართი 6)

დანართი 6

ფოკუს-ჯგუფმა და  ანონიმურმა ანკეტირებამ შესაძლებლობა მომცა  გამეკეთებინა არსებული მონაცემების  ანალიზი, რომლის  საფუძველზეც გამოვიტანე დასკვნა, რომ  მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას არ  მოსწონს ჯგუფური სამუშაო, თავს არ გრძნობს კომფორტულად, რადგანაც:                             
1. არიან გაუბედავები, უჭირთ  საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა
2 .  აკლიათ თავდაჯერებულობა
ამიტომ დავისახე მიზანი:
              1)  მომხდარიყო საგაკვეთილო მასალის უკეთ გაგება, გამოყენება, ანალიზი და შეფასება;

3) საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შეძენა;
4) საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცება.

აღნიშნული მიმართულებებით ინტერვენციებს პერიოდულად ვახორციელებდი დაახლოვებით ერთი  თვის განმავლობაში.  საჭირო გახდა ისეთი დავალებების შეთავაზება, რომელიც ამ მოსწავლეებს აიძულებდა ყოფილიყვნენ აქტიურები და მეტი ძალისხმევა გამოეჩინათ დავალების შესასრულებლად.  წყვილებში მუშაობის დროს  პასიურ მოსწავლეებს  მოვთხოვე პრეზენტაციების წარმოდგენა, ამ სტრატეგიამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ გაუბედაობა მაინც შეინიშნებოდა, რაც ხელს უწყობდა მეწყვილის არა თანამშრომლობას, არამედ დავალების ნაწილის ინდივიდუალურ შესრულებას.  ჯგუფური მუშაობის ფოკუსირებული დაკვირვების შემდეგ შევადგინე შეფასების  რუბრიკა და თვითშეფასების კითხვარი (იხ. დანართი7.დანართი 8)
დანართი 7


კრიტერიუმები
1
2
3
4
მოსმენა
იშვიათად უსმენს მეწყვილეს
ნაკლებად ყურადღებიანია
ზოგჯერ არის ყურადღებიანი
ყოველთვის არის ყურადღებიანი
აზრის დაფიქსირება
ვერ აფიქსირებს აზრს
ზოგჯერ აფიქსირებს აზრს
აფიქსირებს აზრს, მაგრამ მოკრძალებულად
 ღიად აფიქსირებს აზრს
ურთიერთპატივისცემა
ნაკლებად აქვს სხვისი აზრის პატივისცემა
ზოგჯერ გამოხატავს პატივისცემას სხვისი აზრის მიმართ
გამოხატავს პატივისცემას სხისი აზრის მიმართ
ყოველთვის, გამოხატავს პატივისცემას სხისი აზრის მიმართ
თავდაჯერებულობა
არ აქვს თვითრწმენა
არ არის დარწმუნებული თავის ძალებში
აქვს თვითრწმენა, მაგრამ უჭირს მეწყვილის თანადგომა
თავდაჯერებულია
პასუხისმგებლობა
თავს არიდებს პასუხისმგებლობას
ზოგჯერ იღებს პასუხისმგებლობას
იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ვერ ართმევს თავს
აქვს პასუხისმგებლობა







დანართი 8
N
კითხვა
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
არასოდეს
შენიშვნა

 აზრს გამოვთქვამ ღიად







 სხვა ყურადღებით ვუსმენ







პატივისცემით ვეპყრობი სხვის აზრს






მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება






ვითვალისწინებ განსხვავებულ აზრ






ვეხმარებით ერთმანეთს






ჩემს ვალდებულებას ვასრულებ






ვმოქმედებ მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით






ვიცავ დროის ლიმიტს






ანკეტირებაში მონაწილეობა შევთავაზე კლასის იმ მოსწავლეებს,  რომლებსაც, ფოკუსირებული დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა  რომ, სუსტად ქონდა  განვითარებული  კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.  რის შედეგად ნათელი იყო რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებდა საკუთარი აზრის  გამოხატვას, ვერ გრძნობდა მეწყვილისგან პატივისცემას არ ქონდათ თვითრწმენა. ყველაფრის გაანალიზების საფუძველზე,  დავგეგმე მოქმედების სტრატეგიების  განვითარება. გადავედი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შემდგომ ეტაპზე.

ფოკუს-ჯგუფის  შედეგების ანალიზი
 ვაწარმოე ფოკუსირებული დაკვირვება 2019 წლის თებრვალიდან ივნისამდე მხოლოდ პასიურ მოსწავლეებზე კოლეგების და ჩემს გაკვეთილებზე ჯგუფური აქტივობის დროს, ყურადღებას ვაქცევდი მათ აქტიურობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას .ამიტომ ვთხოვე გაემხილათ  მიზეზები, რის გამოც თქვენ თავს იკავებთ საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან.
გულახდილი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ არ  არიან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები,  თვლიან რომ  არ შეუძლიათ ჯგუფის დახმარება, ამიტომ მეწყვილეს ხელს არ უშლიან. ფოკუს ჯგუფის  და ჯგუფური მუშაობის შეფასების და კითხვარის მონაცემების საფუძველზე მიღებული  შედეგების  გაანალიზების   შემდეგ, გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით  დავგეგმე შემდგომი მოქმედებების სტრატეგიები, განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:
1.        შევცვალე დაწყვილების პრინციპი: ორი გაუბედავი მოსწავლე დავსვი ერთ ჯგუფში, აღმოჩნდა რომ მათ მეტი საერთო გამოძებნეს, მართალია საუკეთესო შეფასებები ვერ მიიღეს, მაგრამ აქ უკეთესად გამოავლინეს თანამშრომლობის უნარები.
2.       გამოვიყენე კონკურენცია წყვილებს შორის რამაც შედეგი გამოიღო, მიხვდნენ რომ ძლიერი მოსწავლის იმედად ვერ იქნებოდნენ და მეტი მონდომებით შეუდგნენ მუშაობას.
3.       შევცვალე მიდგომა: გარკვეული დროით თავისი სურვილით აერჩიათ მეწყვილე.
4.       კითხვები ჩამოვაყალიბე სუსტი მოსწავლის კოგნიტური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
5.       მივეცი  უფრო ზუსტი ინსტრუქციები: ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებ უკეთესად გაეაზრებიათ სასწავლო მასალა, დაენაწილებიათ როლებ, დაეგეგმათ მოქმედება.
6.        იმისათვის რომ პასიურ მოსწავლეებს ამაღლებოდათ მოტივაცია, გრძნოთ თანაკლასელების მხარდაჭერა და უფრო გამბედავები გამხდარიყვნენ გადავწყვიტე ძლიერ მოსწავლეებთან მემუშავა მეწყვილის მიმართ პასუხისმგებლობის  უნარების ჩამოყალიბებაზე, დახმარებოდნენ მათ  ძლიერი მხარის წარმოჩენაში. მივეცი ისეთი დავალება, რომელთა შესრულებაშიც ჯგუფის თითოეული წევრი იღებდა მონაწილეობ და მთლიანობაში კლასის ყველა მოსწავლე განვითარების თანაბარ პირობებში აღმოჩნდა
7.       . წყვილებში მუშაობის დრო არ აღემატებოდა 15 წუთს რომ არ დაღლილიყვნენ და სამუშაო არ ყოფილიყო მოსაბეზრებელი.
8.        საშინაო დავალებაში მივეცი ისეთი სამუშაო რაც ერთად მუშაობას ითვალისწინებდა, რომ ხელი შემეწყო მოსწავლეთა დაახლოებისა და უკეთესად შინაურ გარემოში გაცნობისათვის.
ასეთი შემოქმედებითი და ინტელექტუალური აქტივობები  მოსწავლეებს უმაღლდ მოტივაცია, დაეუფლათ წარმატების განცდა  საკუთარი თავით და მეწყვილის თანამშრომლობით. განხორციელებულმა ინტერვენციებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარების განვითარებას და შედეგად მივიღეთ გაუმჯობესებული აკადემიური მაჩვენებლები.

კვლევის მიგნებები:
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ:
·         მასწავლებლები  ჯგუფურ მუშაობას  ხშირად არ იყენებენ ( უპირატესობას ანიჭებენ ინდივიდუალურ და საერთო საკლასო მუშაობას, რადგან კლასში 4 მოსწავლეა და დრო საკმარისია ინდივიდუალური მუშაობის განხორციელებისთვის, მოსწავლეებიც დამოუკიდებელ მუშაობას ანიჭებდნენ უპირატესობას).
·         მოსწავლეებში დაბალია თანამშრომლობის უნარები.
·         ყოველთვის არ აქვს მასწავლებელს ჯგუფური მუშაობის ინსტრუქციები, ან აქვთ ზოგადი.
·         არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.
·         მოსწავლეები არ  მონაწილეობენ საკლასო და კლასგარეშე პროექტებში.
·         სუსტი მოსწავლეები არ ცდილობენ თვითრეალიზებას წყვილებში მუშაობის დროს.
·         საჭიროა ხშირად განხორციელდეს ჯგუფური მუშაობები




ინტერვენციების შედეგების შეფასების მეთოდები, რეკომენდაციები.

ინტერვენციების განხორციელების შემდეგ გაუმჯობესდა შედეგები, რაც კარგად გამოჩნდა ისტორიის გაკვეთილებზე ხელახალი ჩართული დაკვირვების შემდეგ, შეფასების ცხრილების ხელახლა შევსებით და ინტერვიუებით. მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ ჯგუფურ მუშაობაში. ძლიერები ცდილობდნენ სუსტების დახმარებას და შედარებით სუსტები კონკურენციას უწევდნენ ძლიერებს. შედეგების გაუმჯობესება აისახა ბოლო შემაჯამებელ მუშაობის შედეგებზე და სემესტრულ აკადემიურ მაჩვენებელზე.
კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ:
  • მასწავლებლები  ჯგუფურ მუშაობას  ხშირად არ იყენებენ ( უპირატესობას ანიჭებენ ინდივიდუალურ და საერთო საკლასო მუშაობას, რადგან კლასში 4
მოსწავლეა და დრო საკმარისია ინდივიდულური მუშაობის
  • განხორციელებისთვის, მოსწავლეებიც დამოუკიდებელ მუშაობას ანიჭებდნენ უპირატესობას).
  • მოსწავლეებში დაბალია თანამშრომლობის უნარები.
  • ყოველთვის არ აქვს მასწავლებელს ჯგუფური მუშაობის ინსტრუქციები, ან აქვთ ზოგადი.
  • არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.
  • მოსწავლეები არ  მონაწილეობენ საკლასო და კლასგარეშე პროექტებში.
  • სუსტი მოსწავლეები არ ცდილობენ თვითრეალიზებას წყვილებში მუშაობის დროს.
  • საჭიროა ხშირად განხორციელდეს ჯგუფური მუშაობები.

აქედან გამომდინარე რეკომენდაცია ასეთია:

  1. ხშირად გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობა, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა კლაში მოსწავლეთა რაოდენობა ( ვამუშაოთ წყვილებად მაინც), რათა განუვითარდეთ თანამშრომლობის უნარები, შეეძლოთ მეგობრის სისუსტის დანახვა და თანამშრომლობით მისი დაძლევა, არ იყოს წყვილში როლები გადანაწილებული დომინანტად და მასზე დამოკიდებულ, დაბნეულ წევრებად, გამოვრიცხოთ ინდივიდუალობა, წავახალისოთ ჯგუფში მასწავლებლობა, თანამშრომლობა და სამუშაო საკითხის შესაბამისად გარკვეულწილად კამათიც.(დისკუსიების დროს).
                                                      
  1. ჯგუფური მუშაობის განხორციელებისთვის გამოიყენეთ კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუქციები.
  2. მოხდეს საგაკვეთილო მასალის უკეთ გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება;
  3. განვუმტკიცოთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები და საკუთარი თავისადმი რწმენა.
  4. გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.
  5. მოსწავლეები ჩართეთ საკლასო და კლასგარეშე პროექტებში.
თვითკრიტიკა:   მიღებული შედეგების განხილვის დროს საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კვლევა ჩატარდა მხოლოდ მე-7 კლასში. სასურველია კვლევა ჩატარებულიყო საბაზო საფეხურზე, რათა უფრო ნათლად გამოვლენილიყო თანამშრომლობითი სწავლების  თავისებურებები შედარების საფუძველზე. შეიძლებოდა კვლევაში ჩაგვერთო მშობლებიც, ისინი ხომ დიდ როლს თამაშობენ შვილების კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, რასაც გავითვალისწინებ შემდეგ კვლევაში, როცა შევეცდები ჩავატარო კვლევა დიდ ჯგუფებში, რომლებიც იქმნება სხვადასხვა სახის ღონისძიების განხორციელებისთვის და აქ უფრო ღრმა და სერიოზული პრობლემაა განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების და საფეხურების მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარების შესწავლა და განვითარება.



                                                                      
                                                              დასკვნა

  თანამშრომლობითმა სწავლებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა თვითშეფასების, პასუხისმგებლობის და ურთიერთობების გაუმჯობესებას.
 სუსტი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში და შეძლეს პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება, საკუთარი აზრის გამოხატვა და
მეგობრების გამოცდილების გაზიარება.
გაუმჯობესდა კომუნიკაცია მოსწავლეებს,  მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
მოსწავლეებმა ისწავლეს წყვილებში მუშაობის დროს როლების განაწილება და ერთმანეთის დახმარება, მოქმედების ხერხების გაზიარება. მაგრამ ეს შედეგი მიღწეული იქნა მცირე კონტიგენტის კლასში. მომავალშიც გავაგრძელებ კვლევას თანამშრომლობითი უნარების განვითარებისთვის, ამჯერად დიდ ჯგუფებში, რადგან სკოლა მცირეკონტიგენტიანია, დიდ ჯგუფებს გამოვიკვლევ საერთო სასკოლო ღონისძიებების მომზადება-განხორციელების პროცესში, აქ მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები და საფეხურები, რომლებიც შესწავლილი უნდა იქნეს ყველა თავისებურებების გათვალისწინებით, დავსახავ  ინტერვენციის ისეთ გზებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ასეთი სირთულის ჯგუფებში მუშაობის გაუმჯობესებას.










დანართი 9.
კვლევის ვადები და განხორციელებული ქმედებები
აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი თემის იდენტიფიცირება
x




შეხვედრა კოლეგებთან და დირექციასთან პრობლემის განხილვის მიზნით

x



კვლევის გეგმის შემუშავება და გაცნობა კოლეგებისთვის

x
x


კითხვარის შედგენა

x



გამოკითხვა

x
x


შედეგების ანალიზი და გაზიარება კოლეგებისთვის


x
x

ინტერვენციების განხორციელება


x
x

ინტერვენციის შედეგების ანალიზი 



x

კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის


x
x
x









ბიბლიოგრაფია:

1). ეროვნული სასწავლო გეგმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2011-2016წ.
3).  მასწავლებლის წიგნი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  2013 წ.
4). „განვითარებისა და სწავლის თეორიები“  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წ. 
5). „სწავლება და შეფასება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2010 წ. 
7).   მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
8).  კლასის მართვა. რობერტ მარზანო, იანა ს. მარზანო, დებრა ფ. ფიქერინგი 2003
9).  ეფექტური სწავლება. რობერტ მარზანო, დებრა ფ. ფიქერინგი, ჯეინი. ფოლოქი
10).     ჟურნალი მასწავლებელი 2015 წ.N1

კვლევის პროცეში გამოვიყენე  აგრეთვე  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის მასალები -პრაქტიკის კვლევის, დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება. ტრენინგი გავიარე 2017 წლის 11 ივნისს.









   რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
         სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის ნონა ათოშვილის რეფლექსია განხორციელებული პედაგოგიური კვლევის შესახებ.
თემა:  მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება.
კვლევის მიმდინარეობის, მიგნებების,  შედეგების გაზიარების  მიზნით შეხვედრები ჩავატარე    მე-7 კლასის მასწავლებლებთან 2019 წლის 16 აპრილს, 20 მაისს და 14 ივნისს.
   კოლეგებთან ჩატარებულ  შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ  განხორციელებული  კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები. შედეგები  წარვადგინე ცხრილებისა და დიაგრამების სახით, გავაცანი კითხვარების შედეგები. კვლევაზე მუშაობის დროს შემუშავებული რეკომენდაციები გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში, რომელზეც მესწრებოდნენ საზოგადოებრივი კათედრის წევრები. ჯგუფური მუშაობით და კლასის ორგანიზების სხვა ფორმების გამოყენებით გავედი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე.
        მასწავლებლები იზიარებენ ჩემს მიგნებებსა და შედეგებს, რაც კარგად გამოიკვეთა შიდა შეფასების გაკვეთილებზე,  წარმატებით გამოიყენეს წყვილებში მუშაობა და კვლევაში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები. დავესწარი გაკვეთილებს და ვახორციელებდი დაკვირვებას. კოლეგები კვლავ შეეცდებიან მეტი დრო დაუთმონ ჯგუფურ მუშაობებს, სასწავლო პროექტებს, რომ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ კომუნიკაციის უნარები. იზიარებენ იმ გზებს და საშუალებებს, როლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის შედეგებზე პასუხისმგებლობის გაუმჯობესებას. რომ არ იკვეთებოდეს წყვილებში როგორც დომინანტური, ისე დაბნეული მდგომარეობა, ძლიერი ეხმარებოდეს სუსტ მოსწავლეს და ხდებოდეს ცოდნის გაზიარება.
    ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განხორციელებული კვლევის შედეგები ჩემს კოლეგებსაც გამოადგათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და დაეხმარათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
კვლევის დროს მიღებული გამოცდილება და მისი განხორციელება პრაქტიკაში დამეხმარა მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლის გაუმჯობესებაში და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში.
         იმედი მაქვს კვლევის მიგნებების და რეკომენდაციების გათვალისწინება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარების გაუმჯობესებას.
        კარგი იქნებოდა პრაქტიკის კვლევა განმეხორციელებია საბაზო საფეხურზე, მაგრამ ამ სასწავლო წელს არ ვასწავლიდი მე-8 კლასს. მომავალში შევეცდები დავაკვირდე და შევისწავლო თანამშრომლობითი უნარების განვითარება როგორც ერთერთ საფეხურზე, ისე დიდ ჯგუფებში.
        კვლევის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც ვიმუშაო კვლევაზე, ვითანამშრომლო ამ მიმართულებით კოლეგებთან და ხელი შევუწყო
სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.

                          
                                                                                                                                2019 წ. 20.06




 


Комментариев нет:

Отправить комментарий