სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე -26  მაისი
2. პროექტის მთავარი იდეა :პროექტი მოიცავს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს 1918-1991წ.წ. პროექტმა უნდა მოახდინოს მოზარდ თაობაში ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება  და ხელი შეუწყოს მათ პატრიოტულ აღზრდას, ეროვნული მოძრაობის საწყისებიდან XX-ის 90 იანი წლების დასაწყისამდე განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები და ეროვნული მოძრაობის აღმავლობა და განვითარება წარმოადგენს  პროექტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
 3. პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს გლობალიზაციის და მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში მოზარდ თაობაში ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას  და პატრიოტულ აღზრდას, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების შესწავლა-გათვითცნობიერებას .
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ  მოსწალეებში ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას და პატრიოტულ აღზრდას. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ფართო და სრულყოფილი წარმოდგენა ექნებათ სამშობლოს წარსულზე, ეროვნული მოძრაობის მნიშვნელობაზე, მიმდინარეობასა და მიღწეულ წარმატებებზე.  იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენდნენ საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.
 5. მონაწილეთა ასაკი: საბაზო საფეხური, მე-9 კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 6 კვირა
7. მოსალოდნელი პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
1.       პრეზენტაცია.
2.       ღონისძიება.
3.       26 მაისის მისალოცი ბარათები და ბუკლეტები.
4.      კედლის გაზეთი.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი, მეხსიერების ბარათი,პროექტორი, პრინტერი, ინტერნეტკავშირი, ენციკლოპედია, ბეჭდური და დოკუმენტური მასალები, ფლიფჩარტის ფურცლები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.       წერილობითი ინფორმაციის მოძიება.
2.       პრეზენტაციის მომზადება.
3.       დოკუმენტური მასალების მოძიება და პრეზენტაცია.
4.       ღონისძიების ჩატარება.
5.       26 მაისის მისალოცი ბარათების და ბუკლეტების  დამზადება.
6.       კედლის გაზეთის მომზადება

 10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე. მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
  • ცხრილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა (ან საერთოდ გაქრნენ) და მითითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და  საშინაო ფაქტორებზე.


 11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნონა ათოშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : atoshvilin@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий